საქართველოს ლელოს ფედერაცია

თამაშის წესები

ამ არსებით საკითხზე სერიოზულად ვიფიქრეთ და ვიმუშავეთ.

მონახაზი თითქმის მზადა გვაქვს და აქვე ვაქვეყნებთ:
 

2013 წლის წესები


უეჭველია, ეს წესები კიდევ ბევრჯერ შეიცვლება და დაიხვეწება.

ვეცადეთ, XXI საუკუნის ლელო მარტივი, ლაღი, უდოგმებო, ხალისიანი, შეძლების და გვარად უხიფათო, იოლად შესათვისებელი და აღსაქმელი ბურთაობა გამოგვსვლოდა.

საამისოდ ხალხური ლელოდან უმთავრესი-ღა დავიტოვეთ:

(ბოლო საბჭოური წესებით დადგენილზე ბარემ ორჯერ) მძიმე ბურთი,
მისი ნებისმიერი ხერხითა და მიმართულებით გადაადგილება,
არანაირი რაგბულ-ფეხბურთული ოფსაიდი, ბურთისთვის ჭიდილი და
თამაშის მიზანი - ბურთის მიტანა დათქმულ ადგილას.

მონახაზში სიახლეც საკმაოდაა:

12-კაცა გუნდი, ორი მსაჯი, ბურთის შეკვრის (ჩახვევის) აკრძალვა. შეუზღუდავი შეცვლები და სინბინი (დროებითი გაძევება) პროფესიული ფოლისთვის.

 

შინ

წესდება
გამგეობა


 ამბები

მოსაზრებანი
თამაშის წესები
ტაქტიკა
 გაკვეთილები

ისტორია
გალერია
ბიბლიოთეკა
ვიდეოთეკა

ფორუმი
მეილი

 ფეისბუქი

შეგვეხმიანეთ, მოგვაწოდეთ მოსაზრებები, სიახლეები და ისტორიული მასალები

27/06 @ 2013